გსურთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნა, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და მიიღეთ თქვენზე მორგებული კონსულტაცია
რა ძირითადი საკითხების გათვალისწინება გვჭირდება ონლაინ მაღაზიის გაკეთების პროცესში:
პირველ რიგში აუცილებელია ონლაინ მაღაზიის მისამართის - დომენის შეძენა. ამის შემდგომ შეგიძლიათ შეიძინოთ სერვერი (ჰოსტინგი), სადაც ვირტუალურად განთავსდება თქვენი ონლაინ მაღაზია.
ონლაინ მაღაზიის შექმნა იწყება ვიზუალური ელემენტების განსაზღვრით, როგორიცაა ლოგოს დიზაინი, ფერთა პალიტრა და ფონტი. ამ ელემენტების შერჩევაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტური გამოვა თქვენი ონლაინ მაღაზიის დიზიანი.
მნიშვნელოვანია ინტერნეტ მაღაზიის დამზადება განხორციელდეს სათანადო პლატფორმაზე. თქვენი ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით შეგიძლიათ შეარჩიოთ მზა პლატფორმები, როგორიცაა: WordPress, Wix, Shopify და სხვა ან ონლაინ მაღაზია შექმნათ ინდივიდუალურად დაწერილი კოდის მეშვეობით.
რა ეტაპებისგან შესდგება ონლაინ მაღაზიის დამზადების პროცესი?
პირველ რიგში ხდება დიზაინის საკითხებზე შეთანხმება
პირველადი ვარიანტის გამოგზავნა
დამკვეთის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების გასწორება
ინტერნეტ მაღაზიის საბოლოო ვერსიის გაკეთება
ინტერნეტ მაღაზიის დამზადების იწყება 2500 ლარიდან, ზუსტი ფასი დამოკიდებულია დეტალებზე, როგორიცაა: საიტის ფუნქციონალი, დიზაინი, კატეგორიების რაოდენობა და სხვა.
ონლაინ მაღაზიის ღირებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მისი დიზაინი, კერძოდ რა სირთულის და მოთხოვნების მქონე დიზაინის ელემენტები ექნება თქვენს ინტერნეტ მაღაზიას.
საკმარისია მინიმალური ფუნქციონალი, თუ რაიმე დამატებითი ფუნქციები დაგჭირდებათ, როგორიცაა მაგალითად განვადების სისტემა, საბუღალტრო პროგრამის ინტეგრაცია და სხვა.
ნებისმიერ ონლაინ მაღაზის ჭირდება ტექნიკური მომსახურების სერვისი, ამიტომაც მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს ონლაინ მაღაზიის მომსახურების პირობების და წესები.
1.კატალოგის გვერდი, რომელზეც განთავსებულია თქვენი პროდუქცია, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით. მომხმარებელს საშუალება აქვს მოძებნოს მისთვის სასურველი პროდუქტი, ფილტრაციისა და ძიების ფუნქციონალის მეშვეობით.