Wordpress საიტის აწყობა

Wordpress საიტის აწყობა - რამდენად ეფექტურია საიტის გაკეთება ვორდპრესზე ?

საიტის აწყობა ვორდპრესზე

ვორდპრესის უპირატესობები:

ხარისხი

ვორდპრესი საშუალებას იძლევა მიიღოთ მაღალი ხარისხის ვებ-გვერდი, მინიმალური დანახარჯებით.

საფასური

Wordpress - ეს არის ღირებულებისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია.

მოქნილობა

ვორდპრესის სისტემა არის მოქნილი, თქვენ საშუალება გაქვთ სწრაფად და მცირე დანახარჯებით განავითაროთ თქვენი საიტი, მათ შორის სრულიად შეცვალოთ საიტის დიზაინი, გადააკეთოთ ვებსაიტის ტიპი და სხვა.

               როგორი ვებ გვერდის დამზადება გსურთ თქვენ?

საიტების აწყობა

ვორდპრესზე

ძირითადი ეტაპები:

საიტის სტრუქტურა

კონტენტი შედგენა

დიზაინის შერჩევა

ვებსაიტის გაკეთება

ვორდპრესის საიტის ფასი

რა ღირს?

საიტის დამზადება ვორდპრესის სისტემაზე მერყეობს 750-5000 ლარის ფარგლებში. ფასები დამოკიდებულია ვებგვერდის ტიპზე, მის მოცულობაზე, ტექნიკურ სირთულესა და დიზაინზე

გვერდების რაოდენობა

დიზაინი

ფუნქციები

საიტის დამზადება ვორდპრესზე

ძირითადი ეტაპები:

1.საიტის დომენი & ჰოსტინგი

პირველ რიგში აუცილებელია საიტის დომენის (მისამართის, მაგ: mediacraft.ge) შეძენა, რომლის გამოყენებითაც ხდება საიტზე შესვლა.

ასევე ჰოსტინგის (სერვერი) შერჩევა, სადაც ფიზიკურად განთავსებულია თქვენი ვებ-გვერდი.

სწორი სერვერის შერჩევა არსებითად მნიშვნელოვანია ვორდპრესის საიტებისთვის, პირველ რიგში სიჩქარისა და ვებ-გვერდის ეფექტურად მუშაობისთვის.

2.ვორდპრესის სისტემა – ბილდერის შერჩევა

ამ ეტაპზე გეხმარებით შეარჩიოთ საუკეთესო ვორდპრესის ბილდერი (Elementor, WPbakery, Divi და სხვა)

სწორი ბილდერის შერჩევა განსაზღვრავს, თუ რამდენად მარტივად შეძლებთ საიტის დიზაინის, სტრუქტურისა და კონტენტის მართვას.

3. ფუნქციონალი და პლაგინები

WordPress-ის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საიტის აწყობა: საინფორმაციო, კატალოგი, ონლაინ მაღაზია.

ვორდპრესის ვებგვერდის ფუნქციონალი პლაგინებით (საიტზე დაყენებული პროგრამებით) კეთდება.

არსებობს ფასიანი და უფასო პლაგინები, ხარისხიანი და უხარისხო პლაგინები.

ამიტომაც, სწორი პლაგინების შერჩევა და მათი გამართვა კრიტიკული მნიშვნელობისაა ვორდპრესის საიტებისთვის.

4. ფასიანი პლაგინების შეძენა

საიტის შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა აუცილებელი იყოს ფასიანი პლაგინების შეძენა, რადგან უფასო ვერსიები არ იყოს ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა.

ხშირად ლიცენზიების შეძენა ხდება 1 წლის ვადით. ამ პერიოდის გასვლის შემდგომ მნიშვნელოვანია მათი განახლება, რათა არ შეფერხდეს საიტის მუშაობა.

5.საიტის სტრუქტურა და კონტენტი

მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს საიტის სტრუქტურა – გვერდები და მათი შინაარსი, ასევე კონტენტი – ფოტო-ტექსტური მასალა.

6. საიტის დიზაინი

სტრუქტურისა და კონტენტის განსაზღვრის შემდგომ მუშაობა იწყება საიტის დიზაინზე.

აღსანიშნავია, რომ ვორდპრესის საიტის დიზაინი უფრო მარტივად ექვემდებარება ცვლილებებს, თქვენ საშუალება გაქვთ მოკლე ვადებში და საკმაოდ დაბალი ღირებულებით, მთლიანად შეცვალოთ საიტის დიზაინი ვორდპრესზე.

7. ვორდპრესის საიტის ტექნიკური მხარდაჭერა

ნებისმიერი საიტი საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას, გამონაკლისი არც ვორდპრესია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ WordPress საიტის მომსახურება უფრო იაფია და ხელმისაწვდომი.

8.საიტის სეო ოპტიმიზაცია

ვორდპრესის სისტემაზე დამზადებული საიტი SEO მეგობრულია.

თქვენ შეგიძლიათ WordPress-ის საიტზე დააყენოთ მძლავრი სეო პლაგინები, როგორიცაა Yoast SEO , რისი მეშვეობითაც, სულ რამდენიმე წუთში განახორციელოთ საიტის პირველად ოპტიმიზაცია.