რა არის ჰოსტინგი ?

როგორ შევარჩიოთ საიტის სერვერი?

ჰოსტინგის შერჩევა

საიტის სერვერი არის ვებ სივრცე, სადაც განთავსებულია თქვენი ვებ-გვერდი. სწორი ჰოსტინგის შერჩევა აუცილებელია თუ გსურთ:

სისწრაფე

თქვენი საიტი იყოს სწრაფი და ეფექტური

უსაფრთხოება

მნიშვნეოვანია სერვერი იყოს დაცული, გააჩნდეს უფასო SSL სერთიფიკატი, სტაბილურობის მაღალი დონე.

ღირებულება

ფასი არაა გადამწყვეტი, თუმცა მნიშვნელოვანია.

ტოპ 4 ჰოსტინგი საქართველოში

ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით

Proserv.ge

საუკეთესო ხარისხის ჰოსტინგი, სტაბიური, თუმცა ცუდი კომუნიკაციით.

Proservice.ge

უკეთესი კომუნიკაცია, თუმცა დაბალი დონის სერვერი და ბოლო პერიოდში ფასების მატება

Level3

შედარებით ახალი ქართული ჰოსტინგი, კარგად დაიწყეს, ვნახოთ რა იქნება მომავალში

Hostnodes.ge

ოდესაღაც იყო კარგი ჰოსტინგი, თუმცა ბოლო პერიოდში ვერ ამართლებს იმედებს, ძვირი = ნაკლებად ეფექტური

რატომაა მნიშვნელოვანი სწორი ჰოსტინგის შერჩევა?

საიტის დამზადების პროცესი იწყება სწორი სერვერის შერჩევით. ამ ეტაპზე თუ დაუშვებთ შეცდომას, ვებ-საიტი შესაძლოა იყოს ნელი, დაუცველი ან ძვირი შესანახი.

ამიტომაც მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი სერვერი, თავიდანვე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით;

ხარისხი – დაინტერესდით სად მდებარეობს ჰოსტინგი, რამდენად სწრაფია და რა შედის თქვენს მიერ შერჩეულ პაკეტში.

ჰოსტინგის ტიპი – თუ WordPress-ზე ხდება საიტის გაკეთება, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ვორდპრესზე მორგებული სერვერი.

მოცულობა – საიტის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო ჰოსტინგის მოცულობა.

ღირებულება– ნუ გადაიხდით ზედმეტს, შეარჩიეთ ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების მქონე სერვერი.

2026 წელს არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქართულ ჰოსტინგებს შორის, ჩვენი რჩევა იქნება ისარგებლოთ Level3_ის ჰოსტინგით.